დასრულდა ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“ ფინალში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის განკუთვნილი საზაფხულო სკოლა!
- 28 ივნისი, 2017
დასრულდა ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“ ფინალში გამარჯვებული მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობა მიიღო 21 მოსწავლემ 2 პედაგოგის ხელმძღვანელობით. დაგეგმილი საგანმანათლებლო საკითხების გარდა საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა გასართობ აქტივობებს, ლაშქრობებს და ექსკურსიებს. დიდი ყურადღება ეთმობოდა ასევე უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვას, კვების მრავალფეროვნებას და სურსათის უვნებლობას.
საზაფხულო სკოლის ბოლოს მოსწავლეებმა და მშობლებმა შეაფასეს მისი მნიშვნელობა, აღნიშნეს შთაბეჭდილებები და გამოხატეს მადლიერება ორგანიზებისათვის; ასევე გამოთქვეს სურვილი მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში.